logo_geo
eng_logo
მანანა კობახიძე: ვულოცავ ქეთი ციხელაშვილს და ლევან იზორიას ! ორივე ღირსეული კადრია!
- +

1 აგვისტო. 2016. 20:45


პარლამენტის ვიცე სპიკერი მანანა კობახიძე ახლად წარდგენილ მინისტრებს, ქეთევან ციხელაშვილსა და ლევან იზორიას მინისტრის პოსტზე წარდგენას ულოცავს.



„ვულოცავ ქალბატონ ქეთი ციხელაშვილს და ბატონ ლევან იზორიას ! ორივე ღირსეული და პროფესიონალი კადრია! წარმატებები მათ ჩვენი ქვეყნის სამსახურში, ამ მეტად საპასუხისმგებლო და რთულ საქმეში, რასაც ჩვენს აფხაზ და ოს თანამემამულეებთან შერიგება და ჩვენი ქვეყნის თავდაცვის სადარაჯოზე ყოფნა ქვია!"- აღნიშნავს მანანა კობახიძე.



საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თავდაცვისა და და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ახალი სახელმწიფო მინისტრი წარადგინა.


თინა ხიდაშელის შემცვლელად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან იზორია დაინიშნა, ხოლო პაატა ზაქარეიშვილი მისმა მოადგილე ქეთი ციხელაშვილმა ჩაანაცვლა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner