logo_geo
eng_logo
ხელვაჩაურში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დასრულდა
- +

15 დეკემბერი. 2021. 16:53

 

ხელვაჩაურში გზის რეაბილიტაცია დასრულდა. ახალშენი-სამების მიმართულებით, 1300 მეტრ მონაკვეთზე, ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგო.

 

ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, სანიაღვრე არხები, რკინა-ბეტონის კიუვეტები და გაბიონის საყრდენი კედლები მოეწყო.

 

ახალშენი-სამების დამაკავშირებელი ახალი გზით, 200 ადგილობრივი ისარგებლებს. რეაბილიტირებული გზა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, ჯაბა ფუტკარაძემ დაათვალიერა.

 

მიმდინარე წელს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზების რეაბილიტაციისა და მოვლა-შენახვისთვის 11 052 000 ლარი დაიხარჯა. სხვადასხვა მიმართულებით კი, 20 კმ-მდე ცემენტ-ბეტონის საფარი დაიგო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner