logo_geo
eng_logo
ვიქტორ დოლიძე: საქართველო NATO-ს პრინციპების და ღირებულებების ერთგულია, მომავალი წლის სამიტი მადრიდში NATO-სთან ჩვენი მომავალი თანამშრომლობის ქვაკუთხედი იქნება
- +

15 დეკემბერი. 2021. 17:25

 

„საქართველო NATO-ს პრინციპების და ღირებულებების ერთგულია“, - ამის შესახებ NATO-ში საქართველოს წარმომადგენელმა, ვიქტორ დოლიძემ განაცხადა. მისი თქმით, მომავალი წლის სამიტი მადრიდში NATO-სთან საქართველოს მომავალი თანამშრომლობის ქვაკუთხედი იქნება.

 

„შიდა პოლიტიკის თემები ყოველთვის ჟღერდება პარტნიორებთან ურთიერთობისას მით უმეტეს, ასპირანტ ქვეყნებთან მაშინ, როდესაც ჩვენ უკვე ჩვენი ურთიერთობების დასასრულ აკორდზე ვართ გადასული იმ თვალსაზრისით, რომ რაც შეიძლება დროულად მოხდეს ჩვენი გაწევრიანება NATO-ში და ამას თან სდევს დაგეგმილი ღონისძიებები, მათ შორის მომავალი წლის სამიტი მადრიდში, რომელიც NATO-სთან ჩვენი მომავალი თანამშრომლობის ქვაკუთხედი იქნება.

 

გამომდინარე იქიდან, რომ ახალი სტრატეგიული კონცეფცია იქნება მიღებული, სადაც ღია კარის პოლიტიკა დაფიქსირდება. ასევე აღნიშნული იქნება ასპირანტი ქვეყნების მისწრაფებები და ის რეკომენდაციები, რომელიც მინისტერიალზე მინისტრებმა შეიმუშავეს, მათ შორის დემოკრატიის უზრუნველყოფისა და რეფორმების გატარების თვალსაზრისით. საქართველო ერთგულია ამ პრინციპების, ერთგულია NATO-ს ღირებულებების, ჩვენ ამ გზაზე ვდგავართ და ამას არასდროს გადავუხვევთ. უნდა გავაძლიეროთ რეფორმები და წინსვლა. იქ, სადაც არის პრობლემები, უნდა მოგვარდეს, სადაც არის უფრო მეტი ინტენსივობით გადასადგმელი ნაბიჯები, მეტი ინტენსივობით უნდა გადაიდგას. ამიტომ, მე დარწმუნებული ვარ, ისევე როგორც ჩვენი NATO-ელი კოლეგები, რომ საქართველო დიახაც, ამ თვალსაზრისით ფლაგმანს წარმოადგენს და ჩვენ წინ თუ არა, უკან არავითარ შემთხვევაში აღარ წავალთ“, - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner