logo_geo
eng_logo
ფინანსთა მინისტრი: მიმდინარე ხარჯების შემცირების ტენდენცია სახეზეა
- +

15 დეკემბერი. 2021. 17:27

 

„მიმდინარე ხარჯების შემცირების ტენდენცია სახეზეა“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა აღნიშნულ საკითხზე დასმული კითხვის საპასუხოდ. მისი თქმით, მიმდინარე ხარჯების კუთხით მნიშვნელოვანი კლებაა პროცენტულ გამოხატულებაში.

 

„26%-ზე მეტი იყო მიმდინარე ხარჯი. მიმდინარე წელს ეს მაჩვენებელი ჩამოსცდა 25%-ს. 2022 წელს დაგეგმილია 22.8%-ის ფარგლებში. შესაბამისად, შემცირების ტემპი სახეზეა და კრიტიკას ამ მიმართულებით ვერ გავიზიარებ. რაც შეეხება „ქამრების შემოჭერას“, როდესაც ვსაუბრობთ ხელფასების 10%-იან მატებაზე საჯარო სექტორში, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ნომინალურ გამოხატულებაში ამ თანხის 70-80% არის ჯარის, პოლიციის, მასწავლებლების, სასწრაფო სამედიცინო პერსონალის ხელფასებზე და მნიშვნელოვანია ის ჩამორჩენა, რაც ამ მიმართულებით გვქონდა სრულად ასახულიყო ბიუჯეტში. დოკუმენტში მაქსიმალურად არის წარმოდგენილი პრიორიტეტები, რაც აქვს ქვეყანას. ესაა ჯანდაცვა, განათლება, ინფრასტრუქტურა და უსაფრთხოება“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner