„ეკონომიკური განზომილების კუთხით, აღიარებულია ჩვენი უფლება, რომ გვაქვს სურვილი შევუერთდეთ ერთიან ევროპულ ბაზარს“, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ბრიუსელში „ქრონიკას“ განუცხადა. მისი თქმით, ახლა ჩვენ ასოცირების დღის წესრიგის შესრულება უნდა გავაგრძელოთ.
„ესეც არის ძალიან მნიშვნელოვანი, გამომდინარე იქიდან, რომ ერთიანი ევროპული ბაზარი ნიშნავს წვდომას ოთხ თავისუფლებაზე და ეს ფაქტობრივად არის ის, რაც ევროკავშირის წევრ ქვეყანას აქვს. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ესეც მნიშვნელოვანი მიღწევაა.
უნდა გავაგრძელოთ პირველ რიგში ასოცირების დღის წესრიგის შესრულება. ეს არის მთავარი მექანიზმი ჩვენი წევრობისთვის და ასოცირების დღის წესრიგში არის ყველაფერი, რაც მოიცავს ჩვენ შემდგომ სამოქმედო გეგმას. მთავარია, რომ პოლიტიკურად არის აღიარებული ჩვენი სურვილი და ეს არის დადასტურებული ევროპელი პარტნიორების მხრიდან“, - განაცხადა ზალკალიანმა.