უკვე ერთი კვირაა, რაც შვეიცარული კომპანია Stadler Bussnang AG-ის ახალი, ორსართულიანი ელექტრო მატარებელი თბილისიდან შავი ზღვის მიმართულებით მგზავრთა გადაყვანას უზრუნველყოფს. უმაღლესი ევროპული სტანდარტების მატარებლით მგზავრობის მსურველთა ნაკადი არ წყდება. ორივე მიმართულებით მატარებლის გასვლამდე რამდენიმე დღით ადრე ყველა ბილეთი გაყიდულია.
ელექტრომატარებელი დედაქალაქიდან შავი ზღვის მიმართუელბით შეჩერების გარეშე მოძრაობს და მხოლოდ ზღვისპირა კურორტების სადგურებში - ბათუმში, ქობულეთსა და ურეკში ჩერდება.
ახალ მატარებელზე მგზავრობის საფასური იგივეა: მეორე კლასი - 23 ლარი, პირველი კალსი - 40 ლარი, ბიზნეს კლასი - 55 ლარი.
საქართველოს რკინიგზა ბედნიერ მგზავრობას გისურვებთ!