logo_geo
eng_logo
ოთო სტეფანიშვილი: თბილისში ქართველების მოძულე და რუსული ინტერესების მატარებელი, რუსი გენერალი ჩამოფრინდა!
- +

15 დეკემბერი. 2021. 19:26

 

„თბილისში კგბ-ს გენერალი ჩამოფრინდა, დოკუმენტური ფაქტებით დადასტურებული ქართველების მოძულე და რუსული ინტერესების მატარებელი, რუსეთის მოქალაქე, რუსი გენერალი!!!“, - ამის შესახებ „მარშალპრესის“ რედაქტორი, ჟურნალისტი ოთო სტეფანიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რიტაც ეხმაურება თემურ ალასანიას საქართველოში ჩამოსვლის ფაქტს.

 

„ეს პირი აპირებს, ქართველ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს შეხვდეს და კონკრეტული დავალებები გასცეს, წარმოგიდგენიათ, რა თავხედობაა? სძინავს ჩვენს უსაფრთხოებას? გადადგეს შსს მინისტრი, საქართველოს მთავრობა!!!

ელენე ხოშტარია, გიგა მაქარაშვილი ჩაიცვით ანტისაოკუპაციო "ნასკები ბლიად" და დღესვე რუსთაველზე გავმაგრდეთ!!!  რუსი კგბ-ს გენერალი ვერ უნდა დაპარპაშებდეს, თბილისის ქუჩებში. ეხ რა დროს არ არის მიშა პრეზიდენტად, ეხ რა დროს ზის ციხეში, თორემ ხომ ტყავს გააძრობდა ამ რუსეთის აგენტს და კგბ-ს გენერალს, პირადად მეგის ქარდავას მიუგდებდა დასამუშავებლად!!!

ხალხო, რამ დაგადუმათ? ყველანი რუსთაველზე, გააპროტესტეთ!!! თემურ ალასანია ჩამოფრინდა და დათარეშობს საქართველოში!!! - რა, ტყუილი დავწერე?“, - წერს სტეფანიშვილი.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner