logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე ირაკლი ღარიბაშვილისა და შარლ მიშელის შეხვედრაზე: საღად მოაზროვნენი ენდობიან ობიექტურ მედიასაშუალებებს და არა კრემლისთვის სასარგებლო „ნაცების“ მავნებლურ პროპაგანდას
- +

15 დეკემბერი. 2021. 20:25

 

„დღეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრაც შედგა ბრიუსელში. ამ პროგნოზშიც ძალიან შეცდა ჟოზვიაკი ან სააკაშვილის „გლავკანალმა“ დაუმახინჯა ინტერვიუ“, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე „მთავარ არხზე“ რადიო თავისუფლების ბრიუსელის ბიუროს ჟურნალისტის რიკარდ ჟოზვიაკის მიერ გაკეთებულ პროგნოზს.

 

მისი თქმით, საღად მოაზროვნენი ენდობიან ობიექტურ მედიასაშუალებებს და არა კრემლისთვის სასარგებლო „ნაცების“ მავნებლურ პროპაგანდას.

 

„რიკარდ ჟოზვიაკი 9 წელიწადი მუშაობდა „რადიო თავისუფლების“ ბრიუსელის ბიუროს ჟურნალისტად. 2021 წლის მარტიდან რადიოს სათავო ოფისში, პრაღაში გადავიდა ევროპული საკითხების რედაქტორად. არ მგონია, რომ ასეთი დიდი გამოცდილების მქონე ჟურნალისტს სააკაშვილის მავნე პროპაგანდისტული ტელეარხისთვის ეთქვა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი არაფრის მომტანი იქნება საქართველოსთვის. ეს ზუსტად ის ნარატივია, რასაც ოკუპანტი რუსეთი ავრცელებს ჩვენს ჩრდილოატლანტიკურ მისწრაფებებზე და რასაც სიამოვნებით აზიარებენ ნაცსექტის უვიცი ჟურნალისტები, პოლიტიკანები და „ექსპერტები“.

 

დღეს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრაც შედგა ბრიუსელში. ამ პროგნოზშიც ძალიან შეცდა ჟოზვიაკი ან სააკაშვილის „გლავკანალმა“ დაუმახინჯა ინტერვიუ. ნებისმიერ შემთხვევაში, საღად მოაზროვნენი ენდობიან ობიექტურ მედიასაშუალებებს და, რაც მთავარია, ფაქტებსა და მოვლენებს და არა კრემლისთვის სასარგებლო „ნაცების“ მავნებლურ პროპაგანდას“, - წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner