„საქართველოს „პუტინის“ ხელისუფლებასთან ევროკავშირს მორიგი პოზიტიური გარღვევა აქვს, რის შესახებ შესაბამის დეკლარაციასაც მიიღებენ”, - ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ქართველიშვილი ირაკლი ღარიბაშვილის და შარლ მიშელის შეხვედრას.
„ერთის მხრივ - რაღაც „შერიგებას“ ითხოვენ აგრესიული ტონით და კონსტრუქციულ საქმიან მოლაპარაკებებში მონაწილეობენ მმართველ პარტიასთან საარჩევნო რეფორმების საკითხზე. მეორეს მხრივ - თავის დღის წესრიგს იმაზე აწყობენ, ალაგებს თუ არა მერამდენედ ირაკლი ღარიბაშვილი „ჩემოდნებს“ და შეხვდება თუ არა შარლ მიშელს. კი ბატონო, ალაგებს - აწი დავოსში ელოდებიან. კი ბატონო - შეხვდა. საქართველოს „პუტინის“ ხელისუფლებასთან ევროკავშირს მორიგი პიზიტიური გარღვევა აქვს, რის შესახებ შესაბამის დეკლარაციასაც მიიღებენ“, - წერს ქართველიშვილი facebook-ზე.