logo_geo
eng_logo
სოსო ცისკარიშვილი: ლევან იზორიას ექნება საშუალება დასავლეთში ყველა კარი გააღოს!
- +

1 აგვისტო. 2016. 21:19


ლევან იზორია, თეორიული მომზადებით, ერუდიციით იქნება მინისტრი, რომელსაც ექნება საშუალება დასავლეთში ყველა კარი გააღოს. იზორია იყო საკმაოდ წარმატებული რექტორი პოლიციის აკადემიაში და წარმატებული მინისტრის მოადგილე " - განაცხადა სოსო ცისკარიშვილმა.


ცისკარიშვილის განაცხადებით, იზორიას შეუძლია მიღებული გამოცდილებით ერთ-ერთი წარმატებული მინისტრი გახდეს.


პოლიტოლოგი დადებითად აფასებს, მინისტრთა კაბინტის კიდევ ერთ ახალ წევრ ქეთევან ციხელაშვილს.


ქეთევან ციხელაშვილი დიდი ხანია მუშაობდა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის აპარატში. ის იყო საკმაოდ აქტიური მოადგილე ყოფილი მინისტრისა და ვფიქრობ, მისი პროფესიონალიზმი საშუალებას აძლევს, რომ ყველა ის ბერკეტი მოიხმაროს, რაც აუცილებელია მიზნების უკეთ განსახორციელებლად" -განაცხადა სოსო ცისკარიშვილმა.


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თავდაცვის ახალი მინისტრი, ასევე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ახალი სახელმწიფო მინისტრი დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში წარადგინა. თინა ხიდაშელის შემცვლელად შს მინისტრის მოადგილე ლევან იზორია დაინიშნა, ხოლო პაატა ზაქარეიშვილი მისმა მოადგილე ქეთევან ციხელაშვილმა ჩაანაცვლა.


თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა თანამდებობები დღეიდან ოფიციალურად დატოვეს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner