logo_geo
eng_logo
მირიან ყარაულაშვილი: ქალბატონო სალომე, სრულიად ქართველთა პატრიარქს რატომ ჰრევთ ამ აბდაუბდაში???
- +

16 დეკემბერი. 2021. 00:13

 

 

„ქალბატონო სალომე,  უწმინდესსა და უნეტარესს, სრულიად ქართველთა პატრიარქს რატომ ჰრევთ ამ აბდაუბდაში???

აწი ვისაც სადმე დანაშაულის ჩადენა მოუნდება და სადმე საზღვარს უკანონოდ გადმოჰკვეთს - პატრიარქთან უნდა არბენინოთ მისატევებლად?!

სადაური წესია ეგ!“, - ამის შესახებ ექსპერტი მირიან ყარაულაშვილი საქართველოს პრეზიდენტის მისამართით სოციალურ ქსელში წერს.

 

„რატომ გინდათ რომ ხელი შეახოცოთ ამაგდარ და ღვაწლმოსილ მღვდელმთავარს?!

ან თქვენ როდიდან გაგიჩნდათ მისდამი განსაკუთრებული მამა-შვილური დამოკიდებულება ?!

2004-2006 წლებში არ იყო ილია მეორე პატრიარქი, როდესაც თქვენ პირადად, თქვენი საგარეო საქმეთა მინისტრობით და თვენი ევროპული წარმოშობის სარჩულით "ათეთრებდით" ნაცნაძირალათა ხროვის ნაკეთებ სიბინძურეებს???

ან მაშინ არ იყო პატრიარქი ღვაწლმოსილი მოხუცი, როდესაც ფსევდო სტიქაროსნები ვინმე გიგი უგულავა და მისი პირადი მძღოლი ვინმე სუბელიანი წმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში თიტებს და მუშტებს რომ უქნევდნენ მას ცხოველური ღრიალით???

თქვენ ხომ არ გგონიათ ადამიანები მართლა კარგავენ მეხსიერებას?!

არა, გვახსოვს ყველაფერი!!!

უბრალოდ, კარგად აღზრდილები ვართ, ოჯახში ვართ გაზრდილები და ამიტომ ვიდრე უკადრებელს არ იკადრებს, არ ვამხელთ ხოლმე არავის-არც შინაურს და არც გარეულს!!!

ეხლა უკვე ყველა ზღვარს გადახვედით!!!

სასწრაფოდ მოითხოვეთ პირდაპირი ეთერები ტელევიზიებში, მოიწვიეთ ბრიფინგი და ერთხელ კიდევ გარკვევით (და არა რებუსებით) წარმოთქვით, რომ:

- ვიდრე სალომე ზურაბიშვილი, ანუ თქვენ საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე სრული უფლებამოსილებით იქნებით, არც კი შეეცდებით კრიმინალ სასჯელმისჯილი უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას და ამ გზით მისი მართლმსაჯულების სივრციდან დახსნას!!!

გამოდი და თქვი ეს, ხმამაღლა და ყველასთვის გასაგებად თქვი!!!“, - წერს ყარაულაშვილი.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner