logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი: აჰ, შევრიგდეთ, ხომ? ოღონდ ჩვენც გვაქვს ულტიმატუმი: ყველას გააცოცხლებთ, ვინც კი იმსხვერპლეთ!!!
- +

16 დეკემბერი. 2021. 00:14

 

 

ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი ეროვნულ შერიგებასთან დაკავშირებით ბოლო დღეებში გაკეთებულ განცხადებებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

“შევრიგდეთო!

ოღონდ ერთი პირობით, მიხა გაათავისუფლეთ, ვადამდელი არჩევნები დანიშნეთ და ხელისუფლება გადმოგვაბარეთო. ამ შემთხვევაში შეიძლება გაპატიოთ, თუ არა და… დაგანგრევთო!

აჰ, შევრიგდეთ, ხომ?

,,პაჟალუსტა”!

ოღონდ ჩვენც გვაქვს ულტიმატუმი: პირველ ფოტოზე რომ ქალია, ჯერ მაგას გააცოცხლებთ, მერე შვილს გაუცოცხლებთ!

მეორე ფოტოზე რომ კაცია, მაგას შვილს გაუცოცხლებთ და იმ წლებსაც დაუბრუნებთ, რაც ნერვიულობის გამო ჩამოაკელით!

მესამე ფოტოზე რომ ქალია, შვილს დაუბრუნებთ და მაგასაც იმ წლებს აღუდგენთ, რაც უსამართლობის გამო დააკარგინეთ!

მეოთხე ფოტოზე რომ კაცია, მაგასაც შვილს დაუბრუნებთ!

და… ყველას გააცოცხლებთ, ვინც კი იმსხვერპლეთ!!!

ჩვენი ტერიტორიის 20% რომ დაკარგეთ, გაყიდეთ თუ გააჩუქეთ, იმას დააბრუნებთ. 4 მილიარდი დოლარით რომ დაგვეხმარა ევროპა-ამერიკა და ის ფული ოფშორებში გადამალეთ, იმასაც დააბრუნებთ!

აქედან მილიარდები რომ გაიტანეთ, უკან მოიტანთ!

ამის შემდეგ… მუხლებზე დაეცემით, თავებს მიწაზე ურტყამთ (ზუსტად ისე, თქვენმა ბელადმა გორში რომ ურტყა), მოინანიებთ, შეწყალებას ითხოვთ და საერთოდ გაქრებით. მხოლოდ პოლიტიკიდან კი არა, ცხოვრებიდან გაქრებით!

ამ ულტიმატუმს ვერ შეასრულებთ, ხომ?

ვიცით და ამიტომაც არ გამოვა შერიგება!

ან კი რა გვჭირს თქვენთან შესარიგებელი?!

რაში გვჭირდება თქვენთან შერიგება?!

რა აზრი აქვს?!

შევრიგდეთ, ოღონდ ძალაუფლება გადმოგვაბარეთო!

თქვენი ყველაყისამ!

მიხო, შე ცუცურაკო, 21-ში რომ გამოგივა 100 დებილი, ბატიფეხური წერილები გამოუგზავნე, იამაყებენ, რა დროშის ტარი მოგვცა მიშამაო!

წადით, თქვენი!!!”, - წერს გელა ზედელაშვილი და ფოტოებს აქვეყნებს.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner