logo_geo
eng_logo
თამაზ მოლაშვილი: მე ვინმემ უნდა მითხრას, რომ შეურიგდიო და აპატიეო... შვილი სააკაშვილმა მომიკლა!
- +

16 დეკემბერი. 2021. 00:20

 

სულხან მოლაშვილის მამა, თამაზ მოლაშვილი აჭარის ტელევიზიის ეთერში ეროვნული შერიგების საკითხს გამოეხმაურა.

 

“მე ვინმემ უნდა მითხრას, რომ შეურიგდიო და აპატიეო… აი, ახლა მეტირება უკვე! დედის მაგისა, მე არ ვაპატიებ! ჩემი შვილი აღარ მყავს ცოცხალი. შვილი, შვილი ხალხო და ვინც ტაშს უკრავს და ეფერება, ხანდახან ვიტყვი ხოლმე, იმათ, რომ შვილი მოუკლას, მაშინ ისინი ტაშს დაუკრავს და მოეფერება სააკაშვილს?! მე შვილი აღარა მყავს, შვილი… შვილი სააკაშვილმა მომიკლა!”, – განაცხადა თამაზ მოლაშვილმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner