logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: ძალიან ძნელია შერიგება ადამიანთან, რომელიც ქურდი და მკვლელია
- +

16 დეკემბერი. 2021. 00:20

 

 

„ძალიან ძნელია შერიგება ადამიანთან, რომელიც ქურდი და მკვლელია. კიდევ უფრო რთულია ისეთ ქურდთან და მკვლელთან შერიგება, რომელიც შენ გიწოდებს ქურდსა და მკვლელს. დღეს ეს მოვისმინეთ სააკაშვილის განცხადებაში. არა მხოლოდ სააკაშვილის სხვების განცხადებებშიც. როდესაც ასეთ პარადოქსთან გვაქვს საქმე რა თქმა უნდა შერიგება წარმოუდგენელია“, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

„იმის გასაღები, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ სულ ქუჩაში არ გარბოდეს მე მხოლოდ ერთი რამ მგონია. რომ გადავხედოთ მათ ისტორიას, როდესაც „ნაცმოძრაობა“ მოღონიერდებოდა ხოლმე, მაშინვე ექმნებოდა საფრთხე ქვეყნის სტაბილურობას და სიტუაცია ირეოდა. არაერთი ასეთი ეპიზოდი გვახსოვს 9 წლის განმავლობაში, როგორც კი „ნაცმოძრაობა“ სუსტდებოდა, ქვეყანა წელში იმართებოდა და სტაბილურობას აღარა ემუქრებოდა საფრთხე. რაც უფრო მეტად დასუსტდება „ნაცმოძრაობა“ მით მეტად დამშვიდდება ჩვენი ქვეყანა. ეს არის რეალურად სიმშვიდის გასაღები. ჩვენ ყველაფერი უდნა გავაკეთოთ მათი დასუსტებისათვის და ეს პროცესი მიდის. ტენდენცია კარგია, მთავარია მეტად შევუწყოთ ხელი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner