საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი, ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„რუსთავის მე-12 დაწესებულება - "აქ იჯდა სააკაშვილი";
გლდანის მე-18 დაწესებულება - "აქ იჯდა სააკაშვილი";
გორის სამხედრო ჰოსპიტალი - "აქ იწვა სააკაშვილი".
ეს, მგონი, სამახსოვრო დაფებზე ჩალიჩობს და თქვენ რა განერვიულებთ?!
მსოფლიო მასშტაბის ფიგურობისა რა გითხრათ და საქართველოში ყველაზე დაფიანი კი იქნება“.