საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი, ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„21 დეკემბერს ნაცსექტა პარლამენტის წინ აქციას იმიტომ მართავს, რომ იმღეროს:
"ნაძვის ხეო, ნაძვის ხეო,
ლამაზო და მშვენიერო,
როგორ მინდა შენს გარშემო
ვიცეკვო და დავიმღერო!"
აქ "ხეო" სააკაშვილია!
მაგას ჯობს, გორში წახვიდეთ და იქ მიულექსოთ:
გილოცავ! გილოცავ!
დღეობას გილოცავ,
შენ, ვისაც წამება გიყვარს...
დავით აღმაშენებელი ხარ!
დემეტრე თავდადებული ხარ!
ცოტნე დადიანი ხარ!
ალექსანდრე მაკედონელი ხარ!
ეგ სულერთია, - ვინც ხარ!
გაიხარებს თქვენი გაუსეირნებელი“, - წერს მძინარაშვილი.