საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიგა ბუკია მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე საუბროს და აცხადებს, რომ 8 ოქტომბრის არჩევნები სამაგალითო იქნება.
„ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის, ევროპარლამენტის თუ ევროსაბჭოს, ასევე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშებში ცალსახად ხაზგასმულია, რომ საქართველოში დღეს არის უპრეცედენტოდ გაუმჯობესებული წინასაარჩევნო პირობები.
2012 წლის შემდეგ ორი არჩევნები ჩავატარეთ და ერთი კითხვა არ დასმულა. ახლა მით უმეტეს გვინდა, რომ 8 ოქტომბრის არჩევნები იყოს სამაგალითო." - აღნიშნავს გიგა ბუკია.