logo_geo
eng_logo
დავით ზალკალიანი ჯოზეფ ბორელთან შეხვედრაზე: ჩვენ გვაქვს ჩვენი ევროპელი პარტნიორების ძლიერი მხარდაჭერა
- +

16 დეკემბერი. 2021. 01:51

 

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, „ღამის კურიერში“, ბრიუსელში მიმდინარე აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის ფარგლებში, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ჯოზეფ ბორელთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა.

„ჯოზეფ ბორელთან, ჩვენ ვისაუბრეთ რეგიონში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ჩემი მხრიდან აქცენტები იყო გაკეთებული ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ სიტუაციაზე, იმ უკანონო დაკავებებზე, რომელთაც ადგილი ჰქონდა სულ რამდენიმე დღის წინ და ჩვენს მოქალაქეებზე, რომლებიც ამ წუთებშიც იმყოფებიან უკანონო ტყვეობაში ცხინვალის საპატიმროში, იმის აუცილებლობაზე, რომ გაძლიერდეს საერთაშორისო თანამეგბრობის ასეთი ქმედებების აღსაკვეთად“, - განაცხადა ზალკალიანმა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ მსგავს აგრესიულ პოლიტიკასა და უკანონო ქმედებებს ოკუპირებულ ტერიტორიეზბე ადგილი უკვე ჰქონია, სადაც საქართველომ თავის საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ყველა ზომას მიმართა მათ აღსაკვეთად. მისივე თქმით, ამ მიმართულებით თანამშრომლობა კიდევ გაგრძელდება.

დავით ზალკალიანმა ასევე განმარტა, რომ შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში განვითარებულ მოვლენებზეც გაამახვილეს ყურადღება.

„ვისაუბრეთ რეგიონში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით, კერძოდ სამხრეთ კავკასიაში არსებულ სიტუაციზე. უაღრესად პოზიტიურად იქნა შეფასებული ის მედიაცია, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გაწია აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის. მოგეხსენებათ, პირველი იყო საქართველო და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მედიაციის შედეგად მოხდა დაკავებულების გათავისუფლება და იმ რუკების მიწოდება, რომელიც აზერბაიჯანისთვის იყო მნიშვნელოვანი. ევროკავშირისთვის ასევე ცნობილია ჩვენი ინიციატივის შესახებ, რომ თბილისი იქცეს ერთგვარ პლატფორმად დიალოგისთვის სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანას შორის. სწორედ ამ თემაზე მქონდა მასთან საუბარი და ამ მიმართულებითაც ჩვენ გვაქვს ევროკავშირის ძლიერი მხარდაჭერა. გუშინ, ევროპის საბჭოს პრეზიდენტის ინიციატივით გაიმართა შეხვედრა აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებს შორის. ჩვენი სურვილია, რომ საქართველოც სამმხრივ ფორმატში იყოს წარმოდგენილი ძლიერად და ამაში ჩვენ გვაქვს ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერა“, - განმარტა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner