logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე „ნაცმოძრაობაზე“: ჩვენს პოლიტიკურ პარტიას მათთგან ბოდიშის მოხდა არ სჭირდება, ეს საჭიროა მათი რეჟიმის მსხვერპლი ადამიანების წინაშე
- +

16 დეკემბერი. 2021. 02:12

 

„ჩვენ არ გვჭირდება „ნაციონალური მოძრაობის“ ბოდიში. მათ „ქართულ ოცნებასაც“ უამრავი რამ დაუშავეს და გახსოვთ, როგორი იყო წინასაარჩევნო პროცესი 2012 წლამდე და მერეც რა ხდებოდა, მაგრამ პირველ რიგში მათ დანაშაულები ჩადენილი აქვთ არა კონკრეტული პოლიტიკური პარტიის ან პარტიების წინაშე, არამედ ქართული საზოგადოებისა და მოქალაქეების წინაშე“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

მისივე თქმით, ეს კონკრეტული ფაქტებით იყო გამოხატული.

 

„მათი რეჟიმის უშუალო და პირდაპირი მსხვერპლი იყო ასიათასობით ადამიანი საქართველოში და ეს არის მთავარი მიზეზი, რატომაც ყოველ არჩევნებზე გამოდიან ჩვენი მოქალაქეები და მათი ძალიან დიდი ნაწილი ხმას აძლევს „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ. თეორიულად, მათი მხრიდან ერთადერთი ღირსეული ნაბიჯი იქნებოდა მოქალაქეების და მათი მსხვერპლების წინაშე ბოდიშის მოხდა, თუმცა, ამის რესურსი არ აქვთ იმ მიზეზის გამო, რომ მათ არ აქვთ ღირსება“, - განაცხადა კობახიძემ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner