logo_geo
eng_logo
ბექა დავითულიანი: ეკონომიკის მინისტრთან მე კონკრეტულად დარგობრივი შეკითხვები მაქვს
- +

16 დეკემბერი. 2021. 10:32

 

„იყო პანდემია, რაც ეკონომიკას ძალიან ნეგატიურად დაეტყო, მაგრამ გასულ წელს ქართული ეკონომიკა აღდგენის მაღალი ტემპით გამოირჩეოდა. ეს დასაფასებელია“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა.

 

„რაც შეეხება კითხვებს ეკონომიკის მინისტრთან, მე კონკრეტულად დარგობრივი შეკითხვები მაქვს. ჩემი შეკითხვები შეეხება მთელ რიგ სფეროებს. უნდა ვკითხო მიიჩნევს თუ არა ნათია თურნავა მიზანშეწონილად რეგულაციების დაწესებას იმისთვის, რომ ეკონომიკამ უფრო აქტიურად დაიწყოს მუშაობა“, - აღნიშნა ბექა დავითულიანმა.

 

დღეს პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში ნათია თურნავა წარდგება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner