logo_geo
eng_logo
თენგიზ კალანდაძე: სოფელი არ უნდა დაიცალოს, სოფელს უნდა დაუბრუნდეს მოსახლეობა!
- +

1 აგვისტო. 2016. 21:29


„უნდა განვითარდეს როგორც პატარა მოცულობის ფერმები, ისე დიდი, კონკურენტუნარიანი მეურნეობები. სადაც ფართო მასივებია, იქ ტექნიკა უნდა მუშაობდეს."- ამის შესახებ თენგიზ კალანდაძემ განაცხადა. მისი თქმით,  საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანია საზღვრისპირა რეგიონები.



„სოფელი არ უნდა დაიცალოს, სოფელს უნდა დაუბრუნდეს მოსახლეობა. მთის კანონმა საზღვრისპირა სოფლებს სულზე მოუსწრო. იქ, ცხადია, მცირე ფერმერული მეურნეობა უნდა განვითარდეს. ჩვენ ჭარბწარმოებით კონკურენციას ვერ გავუწევთ მეზობლებს. მაგრამ უნდა შევარჩიოთ ნიშა, ნიშური პროდუქცია უნდა ვაწარმოოთ. ეს არის ბიოპროდუქცია, ეთერზეთები - სპეციფიკური პროდუქტი პატარა ნაკვეთებისთვის." - განაცხადა თენგიზ კალანდაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner