logo_geo
eng_logo
გურამ მაჭარაშვილი: მათ მიაჩნიათ, რომ შერიგება არის სააკაშვილის გამოშვება ციხიდან და „ნაციონალური მოძრაობის“ მოსვლა ხელისუფლებაში
- +

16 დეკემბერი. 2021. 10:32

 

„როგორც ვიცით, ეს არის საახალწლო მოწვევა პრეზიდენტთან და ამ საახალწლო მოწვევას ჩვენი გუნდი მიიღებს“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

 

„ყველამ დაინახა, რომ შერიგების იდეის ავტორებმა, სააკაშვილმა, მელიამ და ა.შ. მყისიერად უარყვეს თავანთი ე.წ. შერიგება. მათ მიაჩნიათ, რომ შერიგება არის სააკაშვილის გამოშვება ციხიდან და „ნაციონალური მოძრაობის“ მოსვლა ხელისუფლებაში. მათი აზრით, თუ ამას გავაკეთებთ, ეს იქნება შერიგება და ჩვენი აზრით, ეს შერიგება არ არის“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

 

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დემოკრატიის ვირტუალურ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ როგორც საქართველოს პრეზიდენტი, პირობას დებს, რომ წამოიწყებს ინკლუზიურ პროცესს, საუბარს ეროვნული მასშტაბით, რომელშიც ჩაბმული იქნება მთელი საზოგადოება.

 

სალომე ზურაბიშვილი დღეს პოლიტიკური პარტიებისთვის საახალწლო მიღებას გამართავს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner