დღეს საკანონმდებლო ორგანოში მინისტრის საათის ფორმატში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა წარდგება.
მინისტრი დეპუტატებს წლის განმავლობაში განხორციელებულ ეკონომიკურ პროგრამებსა და სამომავლო პროექტებს წარუდგენს. ნათია თურნავა დეპუტატების მიერ დასმულ შეკითხვებსაც გასცემს პასუხს.