მედიაკავშირი „ობიექტივის" მთავარი რედაქტორი ბონდო მძინარაშვილი რობერტ სტურუასა და რეზო ამაშუკელის შესახებ წერს:
„ჩემი სათაყვანო ადამიანები - რობერტ სტურუა და რეზო ამაშუკელი.
მიყვარს ეს ხალხი, რადგან საოცრად უყვართ სამშობლო და ერთმანეთი, დიდი პატივისცემას გამოხატავენ მეგობრებისა და ახლობლების, ხშირად კი მათთვის სრულიად უცნობი ადამიანების მიმართაც კი!..
თქვენ ალბათ ჩემზე მეტადაც გიყვართ ეს ორი დიდი ადამიანი, მაგრამ რეზო და რობიკო მეგობრების წრეში უნდა ნახოთ: მათი დახვეწილი ხუმრობა და არისტოკრატული იუმორი მართლაც საოცარ შთაბეჭდილებას ახდენს სიღრმითა და სიმაღლით!"- წერს მძინარაშვილი.