logo_geo
eng_logo
საჩხერის მუნიციპალიტეტში თავისუფლებისა და მუხრან მაჭავარიანის ქუჩების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს
- +

16 დეკემბერი. 2021. 12:06

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული პროგრამის „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, საჩხერის მუნიციპალიტეტში თავისუფლებისა და მუხრან მაჭავარიანის ქუჩების ტროტუარების, ღობეებისა და ჭიშკრების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

 

ამ ეტაპზე სამუშაოები ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მიმდინარეობს. სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნენ: იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული, ზვიად შალამბერიძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, ილია ბეგიაშვილი და საჩხერის მერი, ლევან ივანაშვილი.

 

„იმერეთის 12-ე მუნიციპალიტეტში ძალიან ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს პრემიერ-მინისტრის ინიციირებულ „განახლებული რეგიონების“ პროექტებზე. ცოტა განსხვავებული პროექტი გვაქვს საჩხერეში. აქ, რეაბილიტაცია უტარდება აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმთან მისასვლელ ქუჩას. აღნიშნული მონაკვეთი ტურისტული თვალსაზრისითაც ძალიან მნიშვნელოვანია. პროექტი ორწლიანია და ითვალისწინებს მთლიანი ქუჩის რეაბილიტაციას, ჩვენი თანამოქალაქეების ჭიშკრებისა და ღობეების მოპირკეთებას, ასევე ტროტუარების მოწყობას. პროექტის დასრულების შემდეგ, მომავალი წლის ბოლოს ჩვენ, მივიღებთ სრულიად რეაბილიტირებულ და განახლებულ ქუჩას“, - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

 

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილის, ილია ბეგიაშვილის განცხადებით პროგრამა ,,განახლებული რეგიონები“ საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს და მასში ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად მუნიციპალიტეტებიც ჩართულია. პროექტების იმპლემენტაციას სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდთან ერთად, ადგილობრივი ხელისუფლებაც ახორციელებს. მინისტრის პირველმა მოადგილემ, მშენებლებისგან დეტალური ინფორმაცია მოისმინა და საჩხერეში მიმდინარე სამუშაოები დადებითად შეაფასა.

 

საჩხერეში „განახლებული რეგიონების“ პროექტი გარდამავალია და სახელშეკრულებო ღირებულება 3 377 700 ლარია. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „არქიტექსი“ ასრულებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner