logo_geo
eng_logo
ლიეტუვის პრეზიდენტი: ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში რეფორმების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მოგვაწოდა და მე კმაყოფილი ვარ იმ შედეგებით, რომელსაც თქვენ ბოლო 6 თვეში მიაღწიეთ
- +

16 დეკემბერი. 2021. 12:13

 

„რამდენადაც ამბიციური ხართ, იმდენად ამბიციური იქნება ევროკავშირი“, - ასე უპასუხა ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ „ქრონიკის“ კითხვას, რამდენად შორს შეუძლია ევროკავშირს წასვლა ასოცირებული ტრიოს მისწრაფებებთან დაკავშირებით.

 

„მე მქონდა შესაძლებლობა, მომესმინა საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის. მან საქართველოში რეფორმების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მოგვაწოდა და მე კმაყოფილი ვარ იმ შედეგებით, რომელსაც თქვენ ბოლო 6 თვეში მიაღწიეთ. მე მქონდა შესაძლებლობა, საქართველოში ჩავსულიყავი და ბედნიერი ვარ საქართველოდან წამოსული კარგი ახალი ამბებით. რამდენადაც ამბიციური ხართ, იმდენად ამბიციური იქნება ევროკავშირი“, - აღნიშნა ლიეტუვის პრეზიდენტმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner