logo_geo
eng_logo
წნევის დამწევი 10 პროდუქტი
- +

7 მარტი. 2016. 14:57


1. უცხიმო ხაჭო აძლიერებს გულს, აფართოებს სისხლძარღვებს, არის კალციუმის, მაგნიუმის, კალიუმის წყარო. ყოველდღიურად საჭიროა არანაკლებ 100 გრ ხაჭო;


2. წითელი ბულგარული წიწაკა შეიცავს C ვიტამინის რეკორდულ რაოდენობას. ჰიპერტონიკებისთვის აუცილებელი პროდუქტია. დღეში ორი ცალი წითელი წიწაკა უზრუნველყოფს ორგანიზმს C ვიტამინის საჭირო რაოდენობით;


3. ორაგული ომეგა-3-ის წყაროა და შესანიშნავად აქვეითებს წნევას. რეკომენდებულია 100-150 გრ ორაგულის მიღება კვირაში 3-ჯერ;


4. შვრიის ფაფა აუცილებლად უნდა იყოს ჰიპერტონიკის დილის მენიუში. გამოკვლევებმა დაადასტურეს, რომ შვრია ორგანიზმს უზრუნველყოფს სელენიუმით;


5. გოგრის თესლი ავსებს ორგანიზმში თუთიის დეფიციტს და ახდენს ინფარქტის პრევენციას. საკმარისია დღეში 20 გრ გოგრის თესლი;


6. კაკაო აუმჯობესებს სისხლძარღვების მდგომარეობას, თუმცა, კალორიული სასმელია და ამიტომ კვირაში მხოლოდ 2 ფინჯანი კაკაოს დალევაა რეკომენდებული;


7.უცხიმო რძე შეიცავს კალიუმს, კალციუმს, მაგნიუმს, ვიტამინებს და აუმჯობესებს საერთო მდგომარეობას. საჭიროა დღეში 3 ჭიქა რძის დალევა;


8. მწარე, ანუ შავი შოკოლადი აძლიერებს გულის კუნთს, შეიცავს ანტიოქსიდანტებს და შეუძლია წნევა დასწიოს 5-10მმ-ით. თუმცა, მისი დიდი დოზით მიღება მაინც არ არის საჭირო;

 

9. ნუში შეიცავს მონოცხიმებს და აქვეითებს ქოლესტერინის დონეს. შეიცავს კალიუმს, მაგნიუმს, E ვიტამინს - ყველაფერ იმას, რაც აუცილებელია წნევის დასაწევად;

 

10. მწვანე ჩაი რეგულარულად მიღებისას შლის ქოლესტერინის საცობებს, შეიცავს ბევრ ანტიოქსიდანტს, ანელებს ორგანიზმის დაბერების პროცესს. იაპონიაში ყველაზე მეტ მწვანე ჩაის სვამენ, შესაბამისად, იქ ყველაზე ნაკლები ჰიპერტონიკია.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner