პარლამენტის ვიცე სპიკერი მანანა კობახიძე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს გიორგი პაპუაშვილს „ნაციონალური მოძრაობის" ინტერესების გამტარებლად მიიჩნევს და მას მარიონეტს უწოდებს.
„სამწუხაროა, რომ პაპუაშვილი ვერ აცნობიერებს საკუთარ მაღალ პასუხისმგებლობას სასამართლო ხელისუფლებისა თუ ქვეყნის წინაშე, ის უკვე კომიკურ პერსონაჟს დაემსგავსა, ჩვეულებრივი ცრუ დამსმენია, ცრუ ინფორმაციის გამავრცელებელი, რომლის მიზანიც მხოლოდ ერთია, პროკურატურის რესურსების უმიზნო ხარჯვა ამავე ორგანოს და მთლიანად ხელისუფლების დისკრედიტაციისთვის!
ის იქცა ნაციონალური მოძრაობის უსუსურ მარიონეტად და სამწუხაროა, რომ კარიერას ასრულებს არა, როგორც მოსამართლე, არამედ, როგორც ჩვეულებრივი პარტიული აქტივისტი!"- წერს კობახიძე.