logo_geo
eng_logo
დავით ქართველიშვილი ბრიუსელის ვიზიტზე: იმ ფონზე, რომ ქვეყნის შიგნით და მის გარეთ მოქმედი ანტისახელმწიფოებრივი ელემენტების მოლოდინი მიმართული იყო ამ ვიზიტის წარუმატებლობაზე, მიღებული იქნა უმნიშვნელოვანესი დეკლარაცია
- +

16 დეკემბერი. 2021. 14:18

 

„ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ქვეყნის სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიმართული, ტანდემში მოქმედი შიდა და გარე ძალებისა და რისკების ეფექტურ განეიტრალებას და საზოგადოების უსაფრთხოებისა და ეკონომიკური სტაბილურობისაკენ მიმართული მაქსიმალური ხელშეწყობისთვის“, - ამ სიტყვებით ეხმაურება ექსპერტი დავით ქართველიშვილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ბრიუსელში ვიზიტს.

 

„დასრულდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარმატებული ვიზიტი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე ბრიუსელში. იმ ფონზე, რომ ქვეყნის შიგნით და მის გარეთ მოქმედი ანტისახელმწიფოებრივი ელემენტების მოლოდინი მიმართული იყო ამ ვიზიტის წარუმატებლობაზე, რომელსაც მათი მხრიდან „სამიტი სამიტისთვის“ შეფასებაც კი მიეცა, როდესაც მორიგი განუხორციელებელი „სანქციების“ თემა კვლავ ჩაუფლავდათ - მიღებული იქნა უმნიშვნელოვანესი დეკლარაცია. და აი, რაშია მისი მნიშვნელობა: რუსეთიდან გამომდინარე დე ფაქტო შანტაჟისა და მუქარის პირობებში - ძირითადმა დასავლურმა პარტნიორებმა საქართველოსთან მიმართებით თავისი ღია, მკაფიო და არაორაზროვანი მხარდაჭერა დააფიქსირეს. აღინიშნა, რომ ქვეყანა, რომელიც მიისწრაფვის NATO-სკენ, რომელიც აკმაყოფილებს კრიტერიუმებს, უნდა იყოს მიღებული NATO-ში და ეს არის რა თქმა უნდა NATO-ს და ამ ქვეყნის გადასაწყვეტი. ხაზი გაესვა, რომ საქართველო პრაქტიკულად უკვე მოქმედებს, როგორც ალიანსის წევრი ქვეყანა. საქართველოსთან ასოცირების (AAs) და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) შესახებ შეთანხმებები სრულად შევიდა ძალაში, რაც ქვეყნის შემდგომი ეკონომიკური განვითარების დამატებით შესაძლებლობებს იძლევა.

 

პრაქტიკული თვალსაზრისით, ამ სამიტის შედეგები აისახება ქვეყნის ეკონომიკური მდგრადობის გაძლიერებაზე ვაჭრობის და ეკონომიკური ინტეგრაციის, ინვესტიციებსა და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის, გაძლიერებული სატრანსპორტო კავშირისა და ადამიანებში ინვესტირების ხელშეწყობის თვალსაზრისით. კოვიდ 19-ის ციფრული სერტიფიკატების ურთიერთაღიარებით, ევროკავშირის სივრცე კვლავ ღიად რჩება საქართველოს მოქალაქეთა სამოგზაუროდ. იმ დროს, როდესაც საქართველოს ოპოზიციური სპექტრის ძირითადი ნაწილი დაკავებულია ქვეყანაში КГБ-ს გენერლის ვიზიტით, როდესაც მიდის მართლმსაჯულების სისტემის მიზანმიმართული პროფანაცია და დამნაშავე მსჯავრდებულთან მიმართებით კანონის უზენაესობის დისკრედიტაცია: ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ქვეყნის სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიმართული, ტანდემში მოქმედი შიდა და გარე ძალებისა და რისკების ეფექტურ განეიტრალებას და საზოგადოების უსაფრთხოებისა და ეკონომიკური სტაბილურობისაკენ მიმართული მაქსიმალური ხელშეწყობისთვის“, - წერს ქართველიშვილი Facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner