logo_geo
eng_logo
თამთა მეგრელიშვილი: სანამ საქართველოს წარმატების ისტორია იწერება, თქვენ, მიშამადიდებლებო, ითვალეთ, რამდენ „ქსანაქსს“ მიიღებს თქვენი ბელადი
- +

16 დეკემბერი. 2021. 14:19

 

„აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი პოლიტიკური მოცემულობით ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის არსებული უმაღლესი დონის დიალოგის ფორმატია, რომლის ფარგლებშიც უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული და პოლიტიკური საკითხების განხილვა და შეთანხმება ხდება“, - ამ სიტყვებით ეხმაურება საჯარო მმართველობის მოხელე თამთა მეგრელიშვილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ბრიუსელში ვიზიტს.

 

„წელს აღმოსავლეთ პარტნიორობის დღის წესრიგი თავისი შინაარსით ამბიციურია. ითვალისწინებს რა (ქვეყნების უსაფრთხოების, ეკონომიკების, ინსტიტუტების, გარემოს დაცვითი და ციფრული ტრანსფორმაციის მექანიზმების გაძლიერებას) და სხვ. და დიახ, ამ ამბიციური გეგმის ნაწილია საქართველო. საქართველო, რომელიც სამიტზე მიწვეულმა საქართველოს მთავრობის მეთაურმა ირაკლი ღარიბაშვილმა მაღალი პოლიტიკური ღირსებით წარმოადგინა.

 

ირაკლი ღარიბაშვილი, სამიტზე წარმოდგენილ მსოფლიო ლიდერებს შორის, მსმენელთან ერთად სამიტზე გაჟღერებული ამბიციური დღის წესრიგის ერთ - ერთი შემქმნელი და უშუალო მონაწილე გახლდათ.

 

სიტყვით გამოსვლისას თამამად შეეხო ყველა ძირითად პრობლემას, რომელიც დღეს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური დღის წესრიგია. დიახ, პრემიერმა მსოფლიო დონის პოლიტიკური ტრიბუნიდან, სამიტზე წარმოდგენილ მსოფლიო დონის ლიდერებს კიდევ ერთხელ ხაზგასმით დაუფიქსირა საქართველოს ევროპული მისწრაფებები, ევროპული არჩევანის სიმტკიცე და მათ კიდევ ერთხელ შეახსენა ჩვენს რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები.

 

საქართველოს პოლიტიკური განვითარების დინამიკა და საქმეზე ორიენტირებული პოლიტიკის უწყვეტი ციკლი პარტიულ ტელევიზიებში აქტივისტ ჟურნალისტთა ისტერიას იწვევს. არ გამართლდა მათ მიერ სიუჟეტმიძღვნილი ტყუილები - ირაკლი ღარიბაშვილი გადადგება, ღარიბაშვილი მიდის... ირაკლი ღარიბაშვილი არსად წასულა (თუ ოფიციალურ ვიზიტებს არ ჩავთვლით), ის მთავრობის მეთაურია და საქართველოს სახელით საქართველოს პოლიტიკური ინტერესებისთვის მსოფლიო ლიდერებს შორის სიტყვით გამოვიდა.

 

„ირაკლი ღარიბაშვილს არავინ ხვდება, არც შარლ მიშელი შეხვდება...“ - შარლ მიშელი შეხვდა, ბევრ მნიშვნელოვან საკითხზეც ისაუბრეს....

 

P.S. ირაკლი ღარიბაშვილი NATO-ს გენმდივანმა იენს სტოლტენბერგმა პირადად გამოაცილა, დიპლომატიურ ენაზე კეთილგანწყობისა და მეგობრულობის გამოსახატავად ხელიც კი დაუქნია დამშვიდობების ნიშნად. და სანამ საქართველოს წარმატების ისტორია იწერება, თქვენ, მიშამადიდებლებო, პარტიასა თუ პარტიულ ტელევიზიებში დასხედით ახლა და ითვალეთ, რამდენ „ქსანაქსს“ მიიღებს თქვენი ბელადი. დაელოდეთ ტუალეტის ქაღალდზე მის მიერ დაწერილ მორიგ წერილს!“ - წერს თამთა მეგრელიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner