logo_geo
eng_logo
ნინო ფოჩხუა: ევროკავშირმა დაადასტურა აღმოსავლეთ პარტნიორობის მნიშვნელობა და აღიარა ასოცირებული პარტნიორების სწრაფვა ევროპულ ოჯახში
- +

16 დეკემბერი. 2021. 14:32

 

„დასრულდა ირაკლი ღარიბაშვილის და საქართველოს დელეგაციის წარმატებული ვიზიტი ბრიუსელში. საქართველო წინ მიიწევს ევროატლანტიკური ოჯახისკენ, რაც შეუქცევადი პროცესია“, - ასე გამოეხმაურა ფეისბუქ-მომხმარებელი ნინო ფოჩხუა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტს ბრიუსელში, რომელმაც აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-6 სამიტში მიიღო მონაწილეობა.

 

„პრემიერის ვიზიტმა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე კიდევ ერთხელ აჩვენა თუ რაოდენ მნიშვნელოვანია საქართველო დასავლეთისთვის. ევროკავშირმა დაადასტურა აღმოსავლეთ პარტნიორობის მნიშვნელობა და აღიარა ასოცირებული პარტნიორების სწრაფვა ევროპულ ოჯახში. ლიდერებმა კვლავ გამოხატეს მხარდაჭერა ქვეყნების სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებაზე. გარდა უსაფრთხოებისა, სამიტზე ეკონომიკური პროექტებიც გახმოვანდა, რაც ძალიან დაეხმარება ჩვენს ქვეყანას წინსვლაში და ხელშესახები იქნება თითოეული მოქალაქისთვის. დასრულდა ირაკლი ღარიბაშვილის და საქართველოს დელეგაციის წარმატებული ვიზიტი ბრიუსელში. საქართველო წინ მიიწევს ევროატლანტიკური ოჯახისკენ, რაც შეუქცევადი პროცესია“, - წერს ნინო ფოჩხუა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner