logo_geo
eng_logo
ედიშერ გვენეტაძე: NATO-მ მკაფიოდ მიუთითა კრემლს, რომ ის არ აპირებს ბუქარესტის სამიტის გადახედვას და საქართველოს მიტოვებას მრისხანე დამპყრობელთან
- +

16 დეკემბერი. 2021. 15:16

 

ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე ეხმიანება პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტს ბრიუსელში, რომელმაც ევროკავშირის ინსტიტუტების, წევრი ქვეყნებისა და პარტნიორი სახელმწიფოების ლიდერებთან ერთად, მონაწილეობა მიიღო აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-6 სამიტში.

 

„სამიტის შემდეგ არის მყარი იმედები იმისა, რომ დასავლეთი არასდროს არ მიატოვებს საქართველოს და იქნება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების, დამოუკიდებლობის განმტკიცებისა და აღმშენებლობის მნიშვნელოვანი დამხმარე“.

 

„საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტს ევროკავშირის პოლიტიკურ დედაქალაქში ბრიუსელში უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა! განსაკუთრებით კი უკრაინა-რუსეთის გართულებული ურთიერთობების ფონზე! პრემიერის ვიზიტს დიდი დატვირთვა ჰქონდა მოსკოვის ანტიდასავლური განცხადებების ფონზე, როდესაც კრემლმა მოითხოვა, NATO-ს უარეყო 2008 წლის ბუქარესტში მიღებული განცხადება საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების შესახებ! NATO-მ მკაფიოდ მიუთითა კრემლს, რომ ის არ აპირებს ბუქარესტის სამიტის გადახედვას და საქართველოს მიტოვებას მრისხანე დამპყრობელთან! სამიტზე დასახული იქნა მთელი რიგი ღონისძიებები ევროკავშირსა და საქართველოს შორის შემდეგი გაუმჯობესებისა და განმტკიცების შესახებ! მიუხედავად ოპოზიციის არაერთი მცდელობისა და სურვილისა, ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდა და საქმიანი საუბრები ჰქონდა ევროსაბჭოს თავმჯდომარე ბ-ნ შარლ მიშელს! სამიტის შემდეგ არის მყარი იმედები იმისა, რომ დასავლეთი არასდროს არ მიატოვებს საქართველოს და იქნება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების, დამოუკიდებლობის განმტკიცებისა და აღმშენებლობის მნიშვნელოვანი დამხმარე!“ - წერს Facebook-ზე გვენეტაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner