ჩემპიონთა ლიგის 2016/2017 წლების გათამაშების მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის „დინამო" ზაგრების „დინამოს" უპირისპირდება. კლუბებს შორის გამართული პირველი მატჩი ხორვატიაში მასპინძელთა გამარჯვებით - 2:0 დასრულდა და ახლა თბილისელები საკმაოდ რთული მისიის წინაშე დგანან.
გუნდების საპასუხო დაპირისპირებას ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენა" 2 აგვისტოს, 21:00 საათზე უმასპინძლებს. შეხვედრამდე 1 დღით ადრე, დაახლოებით 8 ათასი ბილეთი გაიყიდა. აღნიშნული ინფორმაცია თბილისური კლუბის პრესსამსახურმა გაავრცელა. სტადიონის სალაროებში ბილეთები მატჩის დღეს, 11:00 საათიდან მთელი დღის მანძილზე გაიყიდება.