logo_geo
eng_logo
ზურაბ ქადაგიძე: „აღმოსავლეთ სამიტი“ დასრულდა, სადაც საქართველო კვლავ ღირსეულად წარდგა და მნიშვნელოვანი პოლიტიკური თუ ეკონომიკური „დივიდენდი“ წამოიღო
- +

16 დეკემბერი. 2021. 15:20

 

„სამიტზე ლიდერებმა მიიღეს პოლიტიკური დეკლარაცია, რომელშიც დაფიქსირებულია მხარდაჭერა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში აქტუალური პრიორიტეტული საკითხების მიმართ“, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე ბრიუსელის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტს.

 

როგორც ანალიტიკოსი წერს, საქართველოს როლს რეგიონში ყველა შეხვედრაზე მკაფიოდ გაესვა ხაზი.

 

„აღმოსავლეთ სამიტი“ დასრულდა, სადაც საქართველო კვლავ ღირსეულად წარდგა და მნიშვნელოვანი პოლიტიკური თუ ეკონომიკური „დივიდენდი“ წამოიღო. სამიტზე ლიდერებმა მიიღეს პოლიტიკური დეკლარაცია, რომელშიც დაფიქსირებულია მხარდაჭერა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში აქტუალური პრიორიტეტული საკითხების მიმართ. მთავარი მაინც სამი მიმართულებაა:

 

1) ეკონომიკური - რეგიონული საინვესტიციო გეგმის მეშვეობით განხორციელდება და ევროკავშირის მხრიდან გამოიყოფა 2,3 მილიარდი ევროს ოდენობის (17 მილიარდამდე მოზიდვის პერსპექტივით) ინვესტიციები. საქართველოსთვის ეს გულისხმობს მცირე და საშუალო ბიზნესის, სტარტაპების მხარდაჭერას. ენერგეტიკული, სატრანსპორტო და ციფრული კომუნიკაციების გაძლიერებას, რაც პირდაპირ აისახება ჩვენს მოქალაქეებზე.

 

2) უსაფრთხოება - დასავლელმა ლიდერებმა მტკიცე მხარდაჭერა გამოხატეს პარტნიორი ქვეყნების სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში ტერიტორიული მთლიანობისადმი. ყურადღება გამახვილდა რეგიონში უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებულ სიტუაციაზე და აღინიშნა, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევები სერიოზულ საფრთხეს უქმნის მშვიდობას ევროპაში. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა რეგიონის კონფლიქტების დარეგულირების მიმართულებით განახლებული ძალისხმევის აუცილებლობას, რაც ევროკავშირის ძლიერ ჩართულობასაც გულისხმობს.

 

3) პოლიტიკური - ყველა ინდივიდუალურ, თუ საერთო შეხვედრაზე მკაფიოდ გაესვა ხაზი რეგიონში საქართველოს როლს, როგორც ლიდერი ქვეყნის და ერთგული, ანგარიშვალდებული მეგობარი პარტნიორი ქვეყნების მიმართ. საქართველოს არჩეული გეოპოლიტიკური კურსი შეუქცევადია, რასაც დასავლეთი მკაფიოდ აღნიშნავს. ამ დეკლარაციის ფარგლებში განიხილება „ასოცირებული ტრიოსთვის“ ევროკავშირის ერთიან ბაზარზე თანდათანობით ინტეგრაცია“, - წერს ზურაბ ქადაგიძე facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner