logo_geo
eng_logo
თემურ ალასანია გამოკითხვაზე დაიბარეს
- +

16 დეკემბერი. 2021. 16:32

 

შინაგან საქმეთა სამინისტროში, კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში თემურ ალასანია გამოკითხვაზე დაიბარეს. როგორც imedinews-ს უწყებაში განუცხადეს, ალასანიამ საგამოძიებო უწყებაში გამოცხადებაზე უარი განაცხადა, შესაბამისად, ის მაგისტრატი მოსამართლის წინაშე სასამართლოში გამოიკითხება.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მიერ კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე გამოძიება 2018 წელს დაიწყო.

 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გრძელდება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner