logo_geo
eng_logo
ნათია თურნავა: 2021 წელს ჩვენ გავხსენით ეროვნული ეკონომიკა, ბიზნესს დავუბრუნეთ სიმშვიდე და პროგნოზირებადობის განცდა
- +

16 დეკემბერი. 2021. 16:34

 

„2021 წელი იყო თვისობრივად განსხვავებული ვიდრე წინა, 2020, როდესაც ჯერ კიდევ არ ვიცოდით პანდემიასთან ბრძოლის სხვა, უფრო ეფექტიანი მეთოდი, საზღვრებისა და ეკონომიკის ჩაკეტვის გარდა. შესაბამისად, გაჩერებულ ეკონომიკასაც ვერაფრით ვეხმარებოდით წერტილოვანი სუბსიდიების გარდა. ამ თვალსაზრისით, 2021 წელი გახდა ნამდვილი გარღვევის ეტაპი,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატით გამოსვლისას.

 

მინისტრმა შეაფასა საქართველოს ეკონომიკის ტენდენციები და დეტალურად ისაუბრა სამინისტროს მიერ გაწეულ საქმიანობაზე, მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებსა და მნიშვნელოვან პროექტებზე.

 

„გაზაფხულზე მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება - უარი გვეთქვა ჩაკეტვებსა და პანდემიასთან ბრძოლაში გადავსულიყავით უპირატესად ვაქცინაციაზე. შედეგად, გავხსენით ეროვნული ეკონომიკა, შევქმენით ეროვნული ვალუტის კურსის სტაბილურობისთვის ხელსაყრელი გარემო, ბიზნესს დავუბრუნეთ სიმშვიდე და პროგნოზირებადობის განცდა. ანუ, ყველა გაგებით, 2021 წელი არის სწრაფი აღდგენის წელი და შემდგომი მშვიდობიანი განვითარების კარგი საწინდარი“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner