logo_geo
eng_logo
ზვიად კვაჭანტირაძე ხიდაშელს: ემოციებს უნდა გაუმკლავდე და კონსტრუქციული ოპონირება უნდა შეძლო!
- +

1 აგვისტო. 2016. 23:26


საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელის შესახებ წერს:



„საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევების ერთიანი ძალისხმევით დაძლევის მოწოდება ბოლშევიზმი არაა.

 

მინისტრობიდან ოპოზიციაში გადასვლას თუ ეიფორიული განცდა მოსდევს არ უნდა გაგვიკვირდეს არავის, მაგრამ ემოციებს უნდა გაუმკლავდე და კონსტრუქციული ოპონირება უნდა შეძლო იმ ხელისუფლების, რომლის წევრიც სულ რამდენიმე საათია რაც აღარ ხარ. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ ეს ადამიანური ეთიკის საკითხია და ამის გააზრება არაა რთული ამბავი."- წერს კვაჭანტირაძე.


კვაჭანტირაძის პოსტს თინა ხიდაშელი გამოეხმაურა:


„ჩემო საყვარელო ზვიად პოლიტიკური უკულტურობა ის იყო შენი თანაპარტიელები მინისტერიალზე მყოფ თავდაცვის მიმისტრს შეურაცყოფას რომ აყენებდნენ. გამოწვევების ერთიანად დაძლევა კი ერთიანობას ნიშნავს და არა ეთპარტიულობას. ასეა ეს და მაინცდამაინც პოლიტიკურ კულტურაზე თავს ნუ გამოიდებთ თორემ მეჭიაურის ხატის მფარველობა აღარ გეყოფათ."- მიმართა ხიდაშელმა კვაჭანტირაძეს. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner