logo_geo
eng_logo
ირაკლი კოვზანაძე: ეროვნულმა ბანკმა უნდა უზრუნველყოს ფასების სტაბილურობა, ეს მისი მანდატი და კონსტიტუციური მოვალეობაა
- +

16 დეკემბერი. 2021. 16:46

 

„ეროვნულმა ბანკმა უნდა უზრუნველყოს ფასების სტაბილურობა, ეს მისი მანდატი და კონსტიტუციური მოვალეობაა“, - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც საქართველოს ეროვნული ბანკის 2022-2024 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები განიხილეს.

 

ირაკლი კოვზანაძემ ხაზი გაუსვა ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას და აღნიშნა, რომ ერთადერთი წნეხი, რაც ეროვნულ ბანკს გააჩნია, არის მისი პასუხისმგებლობა და ვალდებულება, უზრუნველყოს ინფლაციის შენარჩუნება მის მიერვე განსაზღვრული მიზნობრივი მაჩვენებლის (3%-ის) ფარგლებში.

 

კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით ინფლაცია რჩება საქართველოს ეკონომიკის და ჩვენი მოსახლეობის მთავარ პრობლემად, მთავარ გამოწვევად.

 

„შეიძლება ბევრი ვისაუბროთ, თუ რამ გამოიწვია და განაპირობა მაღალი ინფლაცია, რა როლი ითამაშა ფასების საერთო დონის ზრდაში ენდოგენურმა თუ ეგზოგენურმა ფაქტორებმა, ერთჯერადმა გადაწყვეტილებებმა, მაკრო, მიკრო, თუ ფისკალურმა ღონისძიებებმა, მაგრამ ეს ცვლადები საზოგადოებას ნაკლებად აინტერესებს, მოსახლეობას აწუხებს და ადარდებს ფაქტი - მაღალი ინფლაცია, მოსახლეობას აწუხებს ცალკეულ სასაქონლო ჯგუფებზე ფასების 30-40%-ით გაზრდა“,- აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.

 

დღეს სესიაზე, საქართველოს ეროვნული ბანკის 2022-2024 წლების ფულად–საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები განიხილეს. კომიტეტის თავმჯდომარემ მოუწოდა კოლეგებს მხარი დაუჭირონ წარმოდგენილ დოკუმენტს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner