logo_geo
eng_logo
ავთანდილ თალაკვაძე: ოზურგეთში სპეციალური ავტოტექნიკის მწარმოებელი ქარხნის მშენებლობა დაიწყო
- +

16 დეკემბერი. 2021. 16:48

 

სოფელ მერიაში აშენდება და მუშაობას დაიწყებს თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ქარხანა, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და სხვა სპეცდანიშნულების ავტომობილებს დააკომპლექტებს.

 

კომპანია „ბიელესი“ პროექტში 10-მილიონიანი ინვესტიციის ჩადებას გეგმავს, რაც საწყის ეტაპზე 70, საბოლოოდ კი 250 ახალ სამუშაო ადგილს შექმნის. კომპანია „ბიელესის“ დამფუძნებელი და პარტნიორები გაერთიანებულ სამეფოში სპეცავტოტექნიკის ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებელი ბრიტანელი ბიზნესმენები არიან.

 

„ეს არის საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საინვესტიციო პროექტი, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტში განხორციელდება. ახალი საინვესტიციო პროექტები ჩვენი 8-პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და ამ კუთხით ოზურგეთის მერია აქტიურად იმუშავებს შემდეგი წლების განმავლობაში“, - აღნიშნა ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner