logo_geo
eng_logo
თინა ხიდაშელი ზვიად კვაჭანტირაძეს: პოლიტიკურ კულტურაზე თავს ნუ გამოიდებთ...
- +

1 აგვისტო. 2016. 23:29


თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, ზვიად კვაჭანტირაძეს მიმართავს:



„ჩემო საყვარელო ზვიად პოლიტკური უკულტურობა ის იყო შენი თანაპარტიელები მინისტერიალზე მყოფ თავდაცვის მიმისტრს შეურაცყოფას რომ აყენებდნენ. გამოწვევების ერთიანად დაძლევა კი ერთიანობას ნიშნავს და არა ეთპარტიულობას. ასეა ეს და მაინცდამაინც პოლიტიკურ კულტურაზე თავს ნუ გამოიდებთ თორემ მეჭიაურის ხატის მფარველობა აღარ გეყოფათ"- აღნიშნული პოსტი ხიდაშელმა ზვიად კვაჭანტირაძეს მას შემდეგ მისწერა, რაც უმრავლესობის ლიდერმა ხიდაშელი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ გადამდგარ მინისტრს კონსტრუქციული ოპონირება უნდა შეეძლოს.


„საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევების ერთიანი ძალისხმევით დაძლევის მოწოდება ბოლშევიზმი არაა. მინისტრობიდან ოპოზიციაში გადასვლას თუ ეიფორიული განცდა მოსდევს არ უნდა გაგვიკვირდეს არავის, მაგრამ ემოციებს უნდა გაუმკლავდე და კონსტრუქციული ოპონირება უნდა შეძლო იმ ხელისუფლების, რომლის წევრიც სულ რამდენიმე საათია რაც აღარ ხარ. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ ეს ადამიანური ეთიკის საკითხია და ამის გააზრება არაა რთული ამბავი."- წერს კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner