logo_geo
eng_logo
თამთა მეგრელიშვილი: გვარამია და რიკარდი ერთად შეთანხმდნენ თუ ისევ გვარამია წერს პარტიულ პოსტმესიჯებს, თავად არკვიონ
- +

16 დეკემბერი. 2021. 17:49

 

„ამხელა მნიშვნელობის სამიტის შეფასება მხოლოდ საქართველოსა და პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის ხსენებისას „პოლიტიკური“ დაბნეულობით ვეღარ ითარგმნა, არასწორად ითარგმნა ანუ თარგმანებშიც დაიკარგნენ... ამ ორ მხარეს შორის ვინ ვის რას დააბრალებს, უინტერესოა, მთავარია, რომ სამიტზე ირაკლი ღარიბაშვილმა ღირსეულად წარმოადგინა საქართველო“, - ასე გამოეხმაურა საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი „რადიო თავისუფლების“ ბრიუსელის ბიუროს ჟურნალისტის რიკარდ ჟოზვიაკის ინტერვიუს, რომელმაც ტელეკომპანია „მთავარ არხთან“ განაცხადა, რომ ბრიუსელის აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტი საქართველოსთვის არაფრის მომტანი იქნება და საკითხავია, შეხვდება თუ არა შარლ მიშელი ირაკლი ღარიბაშვილს.

 

„მთავარი არხის“ პოლიტიკური ნარატივი, რომ ბრიუსელის აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტი საქართველოსთვის არაფრის მომტანი იქნება და საკითხავია, შეხვდება თუ არა შარლ მიშელი ირაკლი ღარიბაშვილს „რადიო თავისუფლების“ ბრიუსელის ბიუროს ჟურნალისტმა რიკარდ ჟოზვიაკმა შინაარსის შეუცვლელად წარმატებით გაახმოვანა. შინაარსზე გვარამია და რიკარდი ერთად შეთანხმდნენ თუ ისევ გვარამია წერს პარტიულ პოსტ-მესიჯებს თავად არკვიონ, ეს ჩვენთვის ნაკლებად საინტერესოა აქ მნიშვნელოვანია ფაქტი, რომ „ტყუილს მოკლე ფეხები აქვს“ და ყველაფერი ძალიან მარტივად ჩანს. „რადიო თავისუფლების“ თბილისის ბიუროს ხელმძღვანელმა ნინო ჯაფიაშვილმა გამოიჩინა გონიერება და სასწრაფოდ უარყო „მთავარ არხზე“ გასული ჟოზვიაკის ინტერვიუს შინაარსთან კავშირი და მინიშნებაც გააკეთა, რომ ეს ინტერვიუ „მთავარი არხისა“ და რიკარდ ჟოზვიაკის შეთანხმება იყო. საკითხზე მსჯელობისას ასევე დაუშვეს შესაძლებლობა, რომ ამხელა მნიშვნელობის სამიტის შეფასება მხოლოდ საქართველოსა და პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის ხსენებისას „პოლიტიკური“ დაბნეულობით ვეღარ ითარგმნა, არასწორად ითარგმნა ანუ თარგმანებშიც დაიკარგნენ...ამ ორ მხარეს შორის ვინ ვის რას დააბრალებს უინტერესოა, მთავარია, რომ სამიტზე ირაკლი ღარიბაშვილმა ღირსეულად წარმოადგინა საქართველო და შარლ მიშელს, ოლივერ ვარჰეის, იენს სტოლტენბერგს და სხვა მსოფლიო მნიშვნელობის ლიდერებს შეხვდა. აქ, ჩვენთან იწერება საქართველოს წარმატების ისტორია, „მთავარ არხზე“ კი საქართველო კვლავ მიშას საქართველოდ რჩება“, - წერს მეგრელიშვილი Facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner