ჟურნალისტი კობა ლიკლიკაძე თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელის შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ ხიდაშელი ერთ-ერთი გამორჩეული მინისტრი იყო.
თუმცა, ლიკლიკაძის განცხადებით, ლევან იზორიას კრიტიკა საფუძველს არის მოკლებული.
„თინა ხიდაშელს დიდ პატივს ვცემ და ეს ამასწინანდელ ბლოგში, "ხიდაშელის ანტიდოტში", სრულად გამოვხატე.
მაგრამ თინას კრიტიკა და შეშფოთება , რომ იზორიას სახით თავდაცვაში "სუსი დაინიშნა", - ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს რამდენიმე მომენტის გამო:
1) სპეცსამსახურში და შინაგან საქმეთა სამინისტროში მაღალი პოსტები ეკავათ საქართველოს ბოლო რამდენიმე მინისტრს ( მათ შორის ირაკლი ალასანიას)
2) რაკი გვიყვარს დასავლეთის მაგალითების მოხმობა, სპეცსამსახურებსა და შინაგან საქმეთა სამინისტროებში ხელმძღვანელებად მუშაობდნენ ნატოს წევრი ქვეყნების რამდენიმე თავდაცვის მინისტრი . მათ შორის აშშ-ის თავდაცვის მინისტრი 2011-13 წლებში ლეონ პანეტა. გუგლით კიდევ უფრო მეტი მაგალითის მიძებნა შეიძლება;
3) სუს-ი არ არის უცხოეთის, იგი საქართველოს უსაფრთხოების სამსახურია
დაბოლოს 4) თინა ხიდაშელი იყო ერთ-ერთი ყველაზე კარგი და კრეატიული თავდაცვის მინისტრი. მან, პირველმა ქალმა თავდაცვის მინისტრმა, ამ საჯარო თანამდებობის თამასა საკმაოდ მაღლა ასწია. ასეთი მემკვიდრეობა სერიოზული გამოწვევაა ლევან იზორიასთვის, რომელიც ყოველთვის მეორე ვიოლინო იყო."- წერს ლიკლიკაძე.