„ჟოზვიაკმა მშვენივრად იცის ევროკავშირის პროტოკოლი. არადამაჯერებელია, რომ მან არ იცოდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტისა და საქართველოს პრემიერის 15 დეკემბერს დაგეგმილი შეხვედრის შესახებ“, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე, რომელიც რიკარდ ჟოზვიაკის „მთავარ არხთან“ მიცემულ ინტერვიუს გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა საკითხავია, შეხვდება თუ არა შარლ მიშელი ირაკლი ღარიბაშვილს.
„რიკარდ ჟოზვიაკი გამოცდილი ჟურნალისტია ევროპულ საკითხებში. აქვს მაგისტრის ორი ხარისხი შვედეთისა და ბელგიის წამყვანი უმაღლესი სასწავლებლებიდან. თუმცა, ნებისმიერი გამოცდილი პირის რენომე ზიანდება მაშინ, როდესაც ის ჩაერთვება დესტრუქციული პარტიის პროპაგანდისთვის სასურველი ამბების თხრობაში. ირკვევა, რომ გვარამიას „გლავკანალთან" ("მთავარი არხი") საუბრისას, თარგმანში შეცდომა არ ყოფილა. თავად ჟოზვიაკი განმარტავს: თარგმანში პრობლემა არ ყოფილა. თუ სწორად მახსოვს, მე ვთქვი, რომ მიშელი ღარიბაშვილს არ შეხვდებოდა. ეს განცხადება იყო დაფუძნებული ინფორმაციაზე, რომელიც მე იმ დროისთვის მქონდა. ჟოზვიაკმა მშვენივრად იცის ევროკავშირის პროტოკოლი. უმაღლესი რანგის შეხვედრები რამდენიმე საათით ადრე არ იგეგმება თუ არ არის კრიზისული სიტუაცია.
თუ ჟოზვიაკმა რამდენიმე თვით ადრე იცოდა, რომ 2017 წლის მარტში საქართველოს შენგენში უვიზოდ მიმოსვლა მიეცემოდა და იცის ბრიუსელის სხვა კულუარული დეტალებიც, არადამაჯერებელია, რომ მან არ იცოდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტისა და საქართველოს პრემიერის 15 დეკემბერს დაგეგმილი შეხვედრის შესახებ.
ამასთან, ევროპელი კოლეგის განცხადებით განცვიფრებულია ნინო ჯაფიაშვილი, „რადიო თავისუფლების“ ქართული ბიუროს რედაქტორი. ჯაფიაშვილს მიაჩნია, რომ, შესაძლოა, რიკარდ ჟოზვიაკის ინტერვიუს თარგმანში იყო უზუსტობა. თუმცა, თავად ჟოზვიაკი თარგმნის უზუსტობას გამორიცხავს. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ სააკაშვილის პროპაგანდისტულ ტელეარხებზე გასული არცერთი ინფორმაციაა დამაჯერებელი, მათ შორის არც ამინდის პროგნოზი”, - წერს აბაშიძე Facebook-ზე.