logo_geo
eng_logo
ნინო ფოჩხუა: მოკლედ, არ უნდათ ამ ადამიანებს ქვეყნის წარმატება და განვითარება
- +

16 დეკემბერი. 2021. 19:20

 

„არ უნდათ ამ ადამიანებს ქვეყნის წარმატება და განვითარება, მიუხედავად ამისა, მაინც მივდივართ წინ ევროატლანტიკური ოჯახისკენ“,- ასე ეხმიანება facebook მომხმარებელი ნინო ფოჩხუა „მთავარი არხის“ მიერ გაკეთებულ სიუჟეტს, რომელიც „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტის რიკარდ ჟოზვიაკზე დაყრდნობით აცხადებდა, რომ შესაძლოა, შარლ მიშელი ირაკლი ღარიბაშვილს არც შეხვედროდა, თუმცა, როგორც ჟურნალისტმა დღეს განმარტა, მას არ ჰქონდა ზუსტი ინფორმაცია შეხვედრასთან დაკავშირებით.

 

„ისევ მიზანმიმართული ტყუილი და სიცრუე! გუშინ „მთავარ არხმა“, „რადიო თავისუფლების“ ბრიუსელის ბიუროს ჟურნალისტ რიკარდ ჟოზვიაკთან ინტერვიუზე დაყრდნობით, სიუჟეტი მოამზადა, თითქოს შარლ მიშელი ირაკლი ღარიბაშვილის არ შეხვდებოდა. ეს იმდენად ხანმოკლე ტყუილი იყო, რომ დღეს, „რადიო თავისუფლების“ თბილისის ბიუროს ხელმძღვანელმა, ნინო ჯაფიაშვილმა არ დააყოვნა და თბილისის ბიურო გამიჯნა ჟოზვიაკის გუშინდელ ინტერვიუსთან, უარყო მასთან კავშირი. მინიშნება გააკეთა, რომ ეს უშუალოდ „მთავარი არხის“ და ბრიუსელის ბიუროს ჟურნალისტის შეთანხმება იყო. ჯაფიაშვილის თქმით, ეს შეიძლებოდა ჟოზვიაკის შეცდომით ნათქვამი იყო ან მართლაც თქვა ან თარგმანში იყო უზუსტობა.

 

მოკლედ, არ უნდათ ამ ადამიანებს ქვეყნის წარმატება და განვითარება, მიუხედავად ამისა, მაინც მივდივართ წინ ევროატლანტიკური ოჯახისკენ“, - წერს ფოჩხუა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner