logo_geo
eng_logo
მაკა ბოჭორიშვილმა ხორვატიის პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრა გამართა
- +

16 დეკემბერი. 2021. 23:22

 

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტისა და ხორვატიასთან საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილმა ონლაინ შეხვედრა გამართა ხორვატიის პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე დომაგოი ჰაიდუკოვიჩთან.

 

მხარეებმა ისაუბრეს საქართველო-ხორვატიას შორის ორმხრივი პოლიტიკური დიალოგის გააქტიურებასა და საპარლამენტო თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზე, როგორც საკომიტეტო დონეზე, ისე მეგობრობის ჯგუფებს შორის. ამ კუთხით, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტსა და ხორვატიის პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმი აღინიშნა, რომელიც თანამშრომლობის ახალი მექანიზმებისა და ფორმატების ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.

 

მაკა ბოჭორიშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გეგმებზე. ამ პროცესში ხაზი გაესვა ევროკავშირის წევრი ქვეყნების პოლიტიკური მხარდაჭერისა და ევროინტეგრაციის გზაზე ხორვატიის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას.

 

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას, საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და ამ პროცესში პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერის მნიშვნელობას.

 

დომაგოი ჰაიდუკოვიჩმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ ხორვატიის მხარდაჭერის მზაობა გამოთქვა.

 

მხარეები 2022 წელს ორმხრივი ვიზიტების გაცვლასა და თანამშრომლობის ერთობლივი სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე შეთანხმდნენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner