logo_geo
eng_logo
იარაბეკი: ქართული ფეხბურთის დღესასწაული გველის!
- +

1 აგვისტო. 2016. 23:50


ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში თბილისის „დინამო" ზაგრების „დინამოს"უმასპინძლებს. კლუბებს შორის პირველი დაპირისპირება ხორვატთა გამარჯვებით - 2:0 დასრულდა. ამ ურთულესი ბარიერის დაძლების წინ, ქართული ფეხბურთის ფლაგმანის თავკაცმა იურაი იარაბეკმა პრესკონფერენცია გამართა.

 

„ხვალ ქართული ფეხბურთის დღესასწაული გველის, ამის შანსი გვაქვს. მეტოქისრიგებში 15 ლეგიონერია და ისინი ინდივიდუალურად ძლიერები არიან. ზაგრებში ჩვენი მიზანი კარის მშრალად შენახვა იყო, თუმცა 3 წუთის მანძილზე კონცენტრაცია დავკარგეთ და 2 გოლი გავუშვით. ამის გამოსასწორებლად მეორე ტაიმში გელაშვილიც გამოვიყვანეთ, მაგრამ ისე მოხდა, რომ ვერც გავიტანეთ.

 

გულშემატკივრის დიდი იმედი გვაქვს და კარგი თამაშის ჩვენებას ვეცდებით. ხვალინდელ მატჩში ჩვენი მიზანი სწრაფი გოლის გატანაა", - განაცხადა თბილისელთა თავკაცმა.

 

შეგახსენებთ, რომ ზაგრების „დინამოსთან" სასურველი ანგარიშით გამარჯვების შემთხვევაში, თბილისელები ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში თამაშის უფლებას მოიპოვებენ, სადაც წარუმატებლობის შემთხვევაში, ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის საგზური დაბევებული ექნებათ. ხვალინდელ ორთაბრძოლაში მარცხის შემთხვევაში კი, თბილისი „დინამო" ევროპა ლიგის პლეი-ოფში გადაინაცვლებს.



 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner