„სააკაშვილს უყვარს ტელეკამერები, მაგრამ არ უყვარს მუშაობა - მას რესტორნებში უფრო ხშირად ვხედავდით, ვიდრე გუბერნატორის კაბინეტში. იგი აღიქვამდა უკრაინას, როგორც კარგი სამზარეულოს მქონე ქვეყანას საკვებ ბაზას მისი ბანდისთვის. რა დარჩა მის შემდეგ - ხვრელები ბიუჯეტში, ოდესის რეგიონს ასე არცერთი სხვა გუბერნატორი არ ანგრევდა“, - ამის შესახებ უკრაინის რადას მე-8 მოწვევის დეპუტატმა, დიმიტრი გოლუბოვმა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
მისივე თქმით, გუბერნატორად სააკაშვილის დანიშვნა იყო დიდი დანაშაული და შეცდომა.
„სააკაშვილს უყვარს ტელეკამერები, მაგრამ არ უყვარს მუშაობა - მას რესტორნებში უფრო ხშირად ვხედავდით, ვიდრე გუბერნატორის კაბინეტში. იგი აღიქვამდა უკრაინას, როგორც კარგი სამზარეულოს მქონე ქვეყანას საკვებ ბაზას მისი ბანდისთვის. რა დარჩა მის შემდეგ - ხვრელები ბიუჯეტში, ოდესის რეგიონს ასე არცერთი სხვა გუბერნატორი არ ანგრევდა. გუბერნატორად მისი დანიშვნა იყო დიდი დანაშაული და შეცდომა. პირველ წელს ხალხი ნამდვილად მოხიბლული იყო ამ ადამიანით. ის საქართველოს პრეზიდენტი იყო და უკრაინაში არავინ იცოდა, რას აკეთებდა ის საკუთარ ქვეყანაში. ყველა ფიქრობდა, რომ ოდესის რეგიონს გაუმართლა და ახლა უზარმაზარი თანხები წამოვა რეგიონში, მაგრამ ერთი წლის შემდეგ ყველამ გაიგო, რომ სააკაშვილს არცერთი რეალიზებული პროექტი არ ჰქონდა. სააკაშვილი ძალიან იშვიათად ჩნდებოდა ოდესაში. მისი გუნდი დადიოდა და აწიოკებდა ადგილობრივ მეწარმეებს, არაფერი კარგი სააკაშვილმა აქ არ დატოვა“, - ამბობს რადას ყოფილი დეპუტატი.