logo_geo
eng_logo
პეტრე მამრაძე: თემურ ალასანია სსრკ-ის კვოტით გაეროში ისეთ თანამდებობაზე მუშაობდა, სადაც სულ მცირე კგბ-ს პოლკოვნიკი უნდა ყოფილიყო ადამიანი
- +

17 დეკემბერი. 2021. 00:29

 

„თემურ ალასანია თვითონ ამბობს, რომ 1974 წლის მაისიდან ვაშინგტონში ცხოვრობდა. ეს არის ბრეჟნევის დრო. ის მუშაობდა სსრკ-ის საელჩოში, შემდეგ კი სსრკ-ის კვოტით თემურ ალასანია დაინიშნა გაეროში, სამხედრო შესყიდვების დეპარტამენტში. სულ მცირე კგბ-ს პოლკოვნიკი უნდა ყოფილიყო, რომ გაეროში ამ თანამდებობაზე დანიშნულიყო,“ - ამის შესახებ „მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელმა, პეტრე მამრაძემ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

 

„თემურ ალასანია თვითონ ამბობს, რომ 1974 წლის მაისიდან ვაშინგტონში ცხოვრობდა. ეს არის ბრეჟნევის დრო. ის მუშაობდა სსრკ-ის საელჩოში, დაამთავრა მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტი​ (მგიმო). კიევში ყოფნისას სააკაშვილმა აჩვენა მას კიევის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტი და უთხრა - ხომ იცი, მე მგიმო-ში არ მიმიღებდნენ, ვინაიდან იქ მხოლოდ კგბ-სთან შეკრულებს ან ძალიან კორუმპირებული ოჯახებიდან იღებდნენ. ამის შემდეგ სსრკ-ის კვოტით თემურ ალასანია დაინიშნა გაეროში, სამხედრო შესყიდვების დეპარტამენტში, თუ არ ვცდები, მეორე კაცად. როცა ველაპარაკებოდი რუსეთის დელეგაციებს, ვეკითხებოდი, მათ რა იცოდნენ. ისინი მპასუხობდნენ, რომ სულ მცირე პოლკოვნიკი უნდა ყოფილიყო, რომ გაეროში ამ თანამდებობაზე დანიშნულიყო. რაც შეეხება მის საქმიანობას აქ, ის ინტერვიუებშიც ამბობს, რომ მის გარეშე სააკაშვილი არცერთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას არ იღებს. თუ გახსოვთ, მიშამ მას კაბინეტი გაუხსნა სახელმწიფო კანცელარიის შენობაში. ამან გამოიწვია ხმაური - მედია დაინტერესდა ამით. ალექსანდრე რონდელმაც თქვა საჯაროდ - რა გამოდის, ქვეყანაში შეიქმნა ახალი თანამდებობა, „პრეზიდენტის ბიძა“? სააკაშვილმა ძალიან კარგად იცოდა, რამდენად წამგებიანია ასეთი ბიოგრაფიის მქონე ფიგურა, მაგრამ მაინც ვერ ამბობდა უარს. 2011 წელს ის საგარეო საქმეთა სამინისტროში მრჩევლად დაინიშნა და პუბლიკაციების ნიაღვარი ისევ მოჰყვა ამას, მაგრამ, როგორც ჩანს, სააკაშვილს სხვა გამოსავალი არ ჰქონდა. უთხრეს და გააკეთა“, - ამბობს პეტრე მამრაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner