საინფორმაციო სააგენტოს „იქსნიუსის“ თანადამფუძნებელი მირიან ყარაულაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„ცნობისათვის:
საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში ე.წ. საყოველთაო შერიგება და მის საფუძველზე სახელმწიფოს მხრიდან გამოცემული ამნისტია ან შეწყალების აქტები უკვე არაერთხელ იქნა მიღებული...
როგორც მახსოვს, პირველი მსგავსი მანიფესტი გამოიცა 1992 წლის 4 თუ 5 აგვისტოს- საქართველოს გაეროს წევრად მიღების ფაქტთან დაკავშირებით ; ამ დღეს გამოიცა სახელმწიფოს მეთაურის ე.შევარდნაძის ხელმოწერილი ე.წ. მანიფესტი, რომლის საფუძველზედაც საპყრობილედან განთავისუფლდნენ ე.წ. ზვიადისტთა დიდი მასა, ძირითადად 1992 წლის 24 ივნისს საქართველოს ტელევიზიის შენობაში შეიარაღებული შეჭრის ორგანიზატორები და მონაწილეები და მათთან დაკავშირებული სხვა პირები ვალტერ შურღაიას მეთაურობით;
როგორც მახსოვს , იმავე მიტინგზე, სადაც ე.შევარდნაძემ ეს მანიფესტი გააცნო ხალხს მაშინდელი სასტუმრო "ივერიას" წინ მოედანზე , სიტყვით გამოვიდა საპყრობილედან სულ რამოდენიმე წუთის წინ განთავისუფლებული ვალტერ შურღაია და მიმართა თანამებრძოლებს იარაღის დაყრის და ხელისუფლებასთან თანამშრომლობის წინადადებით; იყო სხვა გამოსვლებიც , ორივე მხრიდან - გამსახურდიას ხელისუფლების წარმომადგენლების და უკვე ფაქტობრივი , შევარდნაძის ხელისუფლების წარმომადგენლების სახით...
მანიფესტი კი გამოცხადდა , პატიმრები კი განთავისუფლდნენ, ვითომ მოსალოცი საქმეც გაკეთდა არსებული ხელისუფლების მხრიდან, მაგრამ მაქსიმუმ ერთი კვირა თუ გაძლო ამ მანიფესტის მოქმედებამ- როგორც კი დაიწყო საომარი მოქმედებები აფხაზეთში 12 აგვისტოს, მაშინვე ზვიადისტებმა გადამალული იარაღი აისხეს, აქედან მხედრიონმა და სახელმწიფოსთან აფილირებულმა სტრუქტურებმა შეუტიეს და კი იცის ყველამ - რაც მოხდა შემდეგ...
სამწუხაროდ...
... მეორე დიდი შერიგების აქტი განხორციელდა 2000 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ედუარდ შევარდნაძის გამარჯვების შემდეგ, საპრეზიდენტო ინაგურაციიდან სულ რამოდენიმე დღეში.
ამ მანიფესტით , რომელსაც ხელს აწერდა მეორე ვადით ახლადარჩეული პრეზიდენტი შევარდნაძე და რომელიც კანონქვემდებარე საპარლამენტო აქტით გახდა მოქმედი, მხარი უჭერდა ციხეში, პატიმრობაში მყოფი ჯაბა იოსელიანის მხარდამჭერები და მომხრეები, იქვე მყოფი თენგიზ კიტოვანის გვარდიელების წარმომადგენლები და ისევ და ისევ , ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების წარმომადგენლები;
როგორც მახსოვს, ამ მანიფესტის შედეგად ციხიდან განთავისუფლდნენ ჯაბა იოსელიანი და მასთან ერთად მხედრიონის სხვა , გასამართლებული და სასამართლო პროცესში მყოფი "მხედრიონელები", თენგიზ კიტოვანის ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები და გამსხურდიას ხელისუფლების წარმომადგენლები- ზვიად ძიძიგური, მისი ძმა, გურამ აბსანძე და სხვები( აღარ მახსოვს ყველა მათგანის გვარ-სახელი)...
ამ მანიფესტმაც სულ რამოდენიმე კვირა თუ გასძლო- როგორც კი სუფთა ჰაერი იგემეს ზვიად ძიძიგურმა და მისმა მებრძოლთა რაზმმა , გურამ აბსანძემ და სხვებმა., მაშინვე დაიწყეს შევარდნაძის ხელისუფლების დამხობისთვის მზადება და მოძრაობა. ამ დროს მოხდა ძიძიგურის ფრთის, მხედრიონის რურუას დაჯგუფების და სააკაშვილ-ჟვანია-ბურჯანაძის ტრიუმვირატის , საქართველოს რესპუბლიკური პარტიის დამფუძნებლებისა და ლიდერშიპის ურთიერთგაერთიანებისკენ მოძრაობა, რაც დასრულდა 2003 წლის არჩევნების წინ და რომელმაც მოახდინა 2003 წლის 22 ნოემბრის ხელისუფლების შეიარაღებული გზით დამხობა კრემლის და პირადად პუტინის ემისრების, ჟვანია-ბურჯანაძე-სააკაშვილის ტრიუმვირატის სასარგებლოდ...
რა თქმა უნდა, ზვიად ძიძიგურმა და მსიმა რაზმმა აბსანძის მეთაურობით, ნიკა რურუამ და მისმა დაჯგუფებამ, რესპუბლიკური პარტიის ძირითადმა ბირთვმა და როგორც არ უნდა გაუკვირდეს ვინმეს, მათთან ფარულ თუ ღია თანამშრომლობასა და მეგობრულ დამოკიდებულებაში მყოფმა კონტროლის პალატის ყოფილმა "უპატიოსნესმა " თავმჯდომარე რეზო შავიშვილმა , ე.წ. წვიმის მუსიკოსებმა გ.გაჩეჩილაძის("უცნობი"), ლ.ბუღაძის, ვინმე "ზუმბას" და სხვათა ხელმძღვანელობით მოახდინეს არსებული ხელისუფლების უზურპაცია და დაიწყეს ქვეყნის დაქცევა-დაქუცმაცებისკენ სვლა-გეზი...
რაც გამახსენდა- ესაა ჯერჯერობით..
შეიძლება რაღაც უმნიშვნელო უზუსტობები დავუშვი ზოგიერთ თარიღსა ან პიროვნების მოხსენიებისას, თუმცა ვფიქრობ ძირითადი აზრი სწორად გადმოვეცი:
- არც ყორანი გათეთრდების ქვიშითა და "ფეირით" ხეხვისგან და არც ძაღლის კუდი გასწორდების არტახებისგან, არც ღორი არ დაიშლის მ- - - - - ის ჭამას!!!
ხოდა, მიდით ეხლა და შეურიგდით ვისაც გინდათ და გამოჩხრიკეთ საკუთრი დასაკლავი დანა!!!
მე უკვე არაფერი აღარ მიშლის ნერვებსა და აღარც ხასიათს მიფუჭებს მსგავსი "თეატრონები" - მე დიდი ხანია ჩარეცხილთა კასტაში ვარ მოხვედრილი - "დაპირისპირებულთა" ორივე თუ ყველა მხრიდან, სხვათა შორის...
ადიოს!!!“- წერს ყარაულაშვილი.