logo_geo
eng_logo
პეტრე მამრაძე: ქართველ ბიზნესმენებს, რომლებიც მაშინ ბიზნესში იყვნენ, სასაცილოდ არ ეყოფათ, რომ ალასანიამ ქონება კანონიერი გზით მოიპოვა
- +

17 დეკემბერი. 2021. 00:35

 

„ქართველ ბიზნესმენებს, რომლებიც მაშინ ბიზნესში იყვნენ, სასაცილოდ არ ეყოფათ, რომ ალასანიამ ქონება კანონიერი გზით მოიპოვა,“ - ამის შესახებ „მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელმა, პეტრე მამრაძემ „იმედი LIVE“-ში, მიხეილ სააკაშვილის ბიძის, თემურ ალასანიას ქონებაზე დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

 

„მე ვისმენდი ბიზნესმენებისგან, რომლებიც ღიად ლაპარაკს ვერ ბედავენ. ისინი ჰყვებოდნენ, რომ ყველა ღირებული ობიექტი რაც საქართველოს ჰქონდა გადაეცა რუსეთს, გამოქვეყნდა ობიექტების სრული ნუსხა, გაცილებით ადვილია ითქვას, რა არ ჩაბარდა რუსეთს. ეს არის რკინიგზა, რომელიც გაჰქონდა სააკაშვილს ბიძამისთან ერთად ცხადია ლონდონის ბირჟაზე და ამერიკელებმა გააჩერეს.ესაა გაზსადენი, რომელიც მოდის რუსეთიდან სომხეთში, რომელიც გაარემონტეს ამერიკელებმა, ჩადეს 20 მილიონი დოლარი და იყო პირობა, რომ 20 წელი არ უნდა გაყიდულიყო, ის კი ყიდდა. მაშინ მითხრა ამერიკის ელჩმა, ფული იმდენად სჭირდება, რომ დედამისს გაყიდის რომ შეეძლოსო“, - განაცხადა პეტრე მამრაძემ.

 

15 დეკემბერს თბილისში, მიხეილ სააკაშვილის ბიძა, თემურ ალასანია ჩამოფრინდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner